სალუქვაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ სალუქვაძე – (დ. 15 სექტემბერი, 1929, თბილისი — გ. 22 ოქტომბერი, 2000). — ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტი (1952-1954). ასპირანტურა (1954-1957)
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
პრემია
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- სალუქვაძეები