გიროსკოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 27 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიროსკოპი
(გირო და σκορέω– ვუყურებ)
სწრაფად მბრუნავი მყარი სხეული, რომლის ღერძი თავისუფალია, ანუ შეუძლია იცვალოს მიმართულება სივრცეში.
თავისუფლების 3 ხარისხიან (კარდანის საკიდარზე) გიროსკოპს აქვს თვისება, მყარად შეინარჩუნოს ღერძის პირველსაწყისი მიმართულება, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა სანაოსნო მიზნებისა და გემების, ტორპედოების, რაკეტებისა და სხვა მოძრაობის მართვის ავტომატიზაციში.
