დრაგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 24 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დრაგა
(ინგლ. drag–თრევა)
- ღრმა წყლის საზღვაო დრაგა – მექანიზმებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობის კომპლექსი ზღვის ფსკერიდან მინერალური წიაღისეულის მოსაპოვებლად.
- სარეწი, ბიოლოგიური დრაგა – მოპოვებული ფსკერული არათევზეული პროდუქტების (მოლუსკების ან წყალმცენარეების) გასაწური იარაღი მომცრო მომპოვებელ გემებზე – დრაგერებზე.
- სტაპელის დრაგა – დიდი კალიბრის ჯაჭვები გემის მოძრაობის შესანელებლად შეზღუდულ აკვატორიაში ჩაშვების დროს, მოპირდაპირე ნაპირთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად.
