ქუთარ-ვა-ხასისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუთარ-ვა-ხასისი – (უგარიტ.) ღვთაებრივი მშენებელი, რომელმაც ბაალს ახალი ყაიდის ფანჯრებიანი სახლი აუშენა. ბაალი უარზე იყო, რაღაც ხიფათს მოელოდა ამ სიახლისგან. მაგრამ ღმერთების დაჟინებული რჩევით დაბინავდა მასში. მისი წინათგრძნობა გამართლდა: სიკვდილის ღმერთი მოთი ფანჯრიდან შეიპარა და მოკლა ბაალი.