გოგოლაძე ლერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:49, 17 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლერი გოგოლაძე - (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი) — ქართველი წყალბურთელი და მათემატიკოსი. თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1985). თსუის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-დან). 1985-87 წლებში იყო თსუის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.