სანთელაძე ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ სანთელაძე

ედუარდ სანთელაძე — (დაიბადა 1938 წლის 8 იანვარი, თბილისი - გარდაიცვალა 2004 წლის 6 მაისი, თბილისი), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ფრენბურთში.

ედუარდ სანთელაძემ სამსაჯო მოღვაწეობა დაიწყო 1954 წლიდან, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის წოდება კი 1958 წელს მიენიჭა. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა სპორტსაზოგადოება „დინამო“-ში უფროს მწვრთნელად; 1965 წელს მიენიჭა საკავშირო კატეგორიის მსაჯის წოდება, 1968 წელს კი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება. იგი მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. 1973 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ფრენბურთში; 1968 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის და სპორტის კომიტეტის სპორტული თამაშების სახელმწიფო მწვრთნელის თანამდებობაზე; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს სპორტული თამაშების განყოფილების უფროსად; 1987 წლიდან დაბრუნდა საქართველოს სპორტკომიტეტში სპორტული თამაშების მთავარ მწვრთნელად;

1991 წელს საქართველოს ეროვნული ფრენბურთის ფედერაციის ჩამოყალიბებისთანავე ედუარდ სანთელაძე არჩეულ იქნა ფედერაციის გენერალურ დირექტორად, სადაც იმუშავა 2002 წლამდე; 1995 მიენიჭა საქართველოს საპატიო მსაჯის წოდება ფრენბურთში (საქართველოს რესპუბლიკის სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგიის დადგენილებით (N4-42.27.10.1995წ.) (პირველს ქვეყანაში) 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება;

1998 წელს, იაპონიაში, ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ჩატარდა FIVB-ის (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის) კონგრესი, რომელზეც ე. სანთელაძეს გაცილება მოუწყვეს და დააჯილდოვეს ფრენბურთის 100 წლისთავის საიუბილეო ოქროს მედლით. 2001 წელს იგი გახდა ღირსების ორდენის კავალერი; მოღვაწეობის პერიოდში აღზრდილი ჰყავს მრავალი რესპუბლიკური კატეგორიის და 5 საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. არაერთხელ შედიოდა წლის უძლიერეს მსაჯთა სიაში. სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები (1963-1991); ევროპის თასები (1967-1998), ევროპის ჩემპიონატები (1971-98), მსოფლიო ჩემპიონატები (1977-98), ოლიმპიური თამაშები(1980) და სხვა.


იხილე აგრეთვე

ედუარდ სანთელაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები