ოდა (ლექსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოდა − (ბერძ. ᾠδή < ἀοιδή - სიმღერა) ძველ საბერძნეთში საზეიმო ლირიკული ლექსი, რომელსაც გუნდი წარმოთქვამდა. მოგვიანებით ოდა ეწოდებოდა პოეტურ ან მუსიკალურ-პოეტურ (ჩვეულებრივ საორკესტრო-საგუნდო) საზეიმო ხასიათის პიესებს, რომელიმე პიროვნების ან მოვლენის პატივსაცემად.