ზემო რენეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო რენეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (სიგანე 4,4 მ), ნაგებია ზედაპირმოსწორებული ქვიშაქვით. ძალიან დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი, ხოლო დასავლეთ ნაწილის გეგმის კონტური არ გაირჩევა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი სარკმელი. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები