ბანის გასაღები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:33, 21 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბანის გასაღები — ფა-ს (F) სისტემის ერთ-ერთი გასაღები. მიუთითებს, რომ მცირე ოქტავის „ფა“ (f) მდებარეობს სანოტო სისტემის, მეოთხე ხაზზე. ბანის გასაღების მოხაზულობა წარმოადგენს დროთა განმავლობაში დამახინჯებულ დამწერლობას ლათინური ასოსი F. გასაღები გამოიყენება დაბალი რეგისტრის ნოტების ჩასაწერად.