პულჩინელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პულჩინელა – იტალიურ „კომედი დელ არტეს“ პერსონაჟი. პულჩინელას ნიღაბი გაჩნდა სამხრეთ იტალიაში (ნეაპოლში) XVI საუკუნის მიწურულს მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე „ძანის“ ნიშან-თვისებები; დონდლო, სოფლელი ღორმუცელას ქერქეტობა, გულუბრყვილობა და ქალაქელი მდაბიოს მოხერხებულობა, გონებამახვილობა. არლეკინთან ერთად პულჩინელა ყველაზე პოპულარული ნიღაბია. პულჩინელას ტრადიციული გარეგნობაა კუზი, დიდი მოკაუჭებული ცხვირი; ტანსაცმელი – უხეში ქსოვილისაგან შეკერილი, თავზე – წაწვეტებული ქუდი.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები