პულჩინელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პულჩინელა

პულჩინელა – (იტალ. pulcinella), იტალიურ კომედია დელ’არტე პერსონაჟი. ეს ნიღაბი წარმოიშვა სამხრეთ იტალიაში (ნეაპოლი), მე-16 ს. ბოლო ათწლეულში მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე ძანის სახასიათო ნიშნები: მიამიტობა, სოფლის მსუნაგის სიტუტუცე და სიზანტე, ქალაქელის მოხერხებულობა და საზრიანობა.

არლეკინოსთან ერთად, იგი ყველაზე პოპულარულია ნიღბებს შორის. მხიარულს და ენამოსწრებულს, მრავლად შეაქვს სატირული ელემენტი კომედია დელ’არტეში. პულჩინელა ტრადიციულად ასე გამოიყურება: მხრებში მოხრილი, დიდი მოკაუჭებული ცხვირი, ჯვალოსაგან შეკერილი ჩაცმულობა, ახურავს წვეტიანი ქუდი. პულჩინელას ხასიათი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-17 ს. გამოჩენილი იტალიელი კომედიანტის ს. ფიორილოს ზეგავლენით. მას რამდენიმე საინტერესო შტრიხი შესძინა ა. კალჩეზემ (ჩუჩო). იტალ. პულჩინელა ენათესავება პოლიშინელს (საფრანგეთი) და პანჩს (ინგლისი).






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები