დინამიკა (მუსიკა)
დინამიკა - (ბერძნ. dynamikos – ძალა), ხმის სიძლიერესთან დაკავშირებუელ მოვლენათა ერთობლიობა.
ჟღერის სიძლიერის ძირითადი გრადაციებია: pianი (ნოტებში შემოკლებით – p) ხმადაბლა და forte (f) ხმამაღლა, piano-ზე დაბალი ჟღერადობისა pianissimo (pp) ძალიან ხმადაბლა piano-pianissimo ppp მეტისმეტად ხმადაბლა და ა. შ. forte-ზე უფრო მაღალი ჟღერადობისა (ხმის გაძლიერებისაკენ), fortissimo (ff) ძალიან ხმამაღლა, მეტისმეტად ხმამაღლა და ა. შ. იხმარება აგრეთვე აღნიშვნები: mezzo piano (mp) ზომიერად ხმადაბლა და mezzo-forte (mf) ზომიერად ხმამაღლა. ბგერის თანდათანობით გაძლიერებას ეწოდება crescendo, თანდათანობით შესუსტებას diminuendo ან decrescendo.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")