წებელდის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 24 იანვარი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წებელდის ციხე - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გუდაუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წებელდა.

სარჩევი

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

წებელდის ციხე, ბერძნული წყაროების მიხედვით ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, წიბელიუმი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, რომელიც ლაზთა (დასავლურ-ქართული ტომი) სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ციხე-სიმაგრის ნანგრევებში დღემდე შემორჩენილია: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები. გასული საუკუნის დასაწყისში წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას აღმოჩნდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.


წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები