წებელდის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წებელდის ციხე

წებელდის ციხე - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გუდაუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წებელდა.

სარჩევი

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები.

წებელდის ციხე
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

წებელდის ციხე, ბერძნული წყაროების მიხედვით ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, წიბელიუმი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, რომელიც ლაზთა (დასავლურ-ქართული ტომი) სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ციხე-სიმაგრის ნანგრევებში დღემდე შემორჩენილია: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები. გასული საუკუნის დასაწყისში წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას აღმოჩნდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.


იხილეთ აგრეთვე

წებელდის კანკელის ფრაგმენტები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები