წებელდის კანკელის ფრაგმენტები
წებელდის კანკელის ფილები - აღმოჩენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გულრიფშის მუნიციპალიტეტის, სოფელი წებელდაში.
სარჩევი |
აღწერა
ადრე შუა საუკუნეების მცირე ფორმის ქართულ არქიტექტურულ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საკურთხევლის კანკელის ორ ფილას, რომელიც XIX საუკუნეში სოფელ წებელდასთან აღმოჩნდა და დათარიღებულია VII-VIII საუკუნეებით.
წებელდის საკურთხევლის კანკელის ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტები, მრავალრიცხოვანი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები. ამ რაოდენობის ბიბლიური სიუჟეტით შემკული კანკელი უცნობია ქრისტიანული ხელოვნებისათვის. ეს ფილები გამოსახვის ხერხებითა და ტექნიკით ახლოს დგას საქართველოს სხვა რეგიონების მცირე ფორმის არქიტექტურულ ძეგლებთან.
ამჟამინდელი მდგომარეობა
წებელდის კანკელის ორივე ძირითადი ფილა ინახება თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხოლო მათი მცირე ფრაგმენტები - ქ. სოხუმის მუზეუმში.