ენჰარმონიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:40, 30 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენჰარმონიზმი - სხვადასხვა სახელწოდების ერთნაირი სიმაღლის ბგერების გაიგივება და გათანაბრება (მაგ. დო დიეზი – რე ბემოლი). არსებობს ენჰარმონიულად თანასწორი ინტერვალები (მაგ., პატარა ტერცია და გადიდებული სეკუნდა), აკორდები, ტონალობები და ენჰარმონიული მოდულაციები. ბგერებისა და ინტერვალების ესა თუ ის აღნიშვნა განისაზღვრება ბგერითი სისტემით ან მოცემულ კილოზე მათი დანიშნულებით.
ენჰარმონიული ტონალობები (მაგ, სოლ დიეზ მაჟორი და ლა ბემოლ მაჟორი).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")