სლოუ ფოქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 16 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სლოუ-ფოქსი, ნელი ფოქსტროტი (ინგლ.slow-fox), — საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა, აიგება ჩვეულებრივი ნაბიჯების მსგავს ნაბიჯებზე, რომლებიც სრულდება სხვადასხვაგვარ რიტმულ შეხამებებში. ტემპი — 30 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა 4: 4. პირველი და მესამე თვლა აქცენტირებულია, მაგრამ უფრო ნაკლები სიძლიერით, ვიდრე სწრაფ ფოქსტროტში. სლოუ-ფოქსი განეკუთვნება სპორტულ ცეკვებს.