ნამოსახლარი საყდრისფერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 20 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამოსახლარი საყდრისფერდი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის ჩრდილოეთით, გლდანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ფეოდალური ხანით. ძეგლი დაზიანებულია. ნამოსახლარი შედგება ნასახლარისა და სამაროვნისაგან.

ნასახლარზე გამოვლინდა ნახშიროვან-ნაცროვანი მძლავრი კულტურული ფენა. აიკრიფა თიხის ჭურჭლის ნატეხები.

სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები