ვაზომოტორული რინიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:46, 21 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაზომოტორული რინიტი — ვაზომოტორული რინიტები ხშირად არის ასოცირებული ალერგიულ რინიტთან. ამის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, ალერგიული ფაქტორი აქ არაფერ შუაშია. საერთოდ, ტერმინი – ვაზომოტორული რინიტი, საკმაოდ ზოგადია.
ვაზომოტორული რინიტის გამაერთიანებელი სიმპტომები
ეს სიმპტომებია:
- — უეცარი დაწყება;
- — კლინიკური ტრიადა:
- ცხვირის გაჭედვა, ზოგ შემთხვევაში ანოსმია;
- სერიოზული რინორეა, იმდენად ჭარბი, რომ პაციენტს წყალივით მოსდის გამონადენი;
- ცემინების შეტევები;
ლორწოვანი გარსის მდგომარეობა: შეშუპებული, ციანოზური, დახორკლილი, თუ ვაზოკონსტრიქტორების ხშირ გამოყენებასთან გვაქვს საქმე.
ლორწოვანი გარსი არ არის ინფორმაციული და ალერგიულ რინიტს წააგავს.
გამწვავების დროს, რენტგენოლოგიურ სურათზე, სინუსებში ჩანს ლორწოვნის ჰიპერტროფია.
ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.
- ალერგიული რინიტი
- არაალერგიული, ვაზომოტორული რინიტი