უმბრა (საღებავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უმბრა – (ლათ. umbra ჩრდილი), ამ საღებავმა ასეთი სახელწოდება მიიღო ერთ-ერთი უძველესი რომაული პროვინციის უმბრიის სახელთან დაკავშირებით, სადაც მას ძველად იღებდნენ. უმბრა მყარი საღებავია და გამოიყენება ყოველგვარ ფერწერაში.