ბრუტალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:16, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრუტალიზმი – არქიტექტურის ერთ-ერთი მიმართულება. აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში. ბრუტალისტები ისწრაფვიან შექმნან ისეთი არქიტექტურა, რომლის ესთეტიკურ თავისებურებებს განსაზღვრავენ უხეში, ხაზგასმულად მძიმე ფორმები, შენობის ინჟინერული მოწყობილობის გაშიშვლებული კონსტრუქციები და სისტემები.