ბრუტალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუგენჰეიმის მუზეუმი ქ. ნიუ იორკში, აშშ (1956 წ.)

ბრუტალიზმიარქიტექტურის ერთ-ერთი მიმართულება. აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში. ბრუტალისტები ისწრაფვიან შექმნან ისეთი არქიტექტურა, რომლის ესთეტიკურ თავისებურებებს განსაზღვრავენ უხეში, ხაზგასმულად მძიმე ფორმები, შენობის ინჟინერული მოწყობილობის გაშიშვლებული კონსტრუქციები და სისტემები.

ამ სტილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით ინგლისელ არქიტექტორებს ელისონ და პიტერ სმითსონებს, თუმცა მათი სულიერი მამა გახლდათ შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი არქიტექორი ლე კორბუზე). ბრუტალისტური შენობებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია განმეორებადი კუთხური გეომეტრიები, რომელთა ზედაპირზე შეგნებულადაა დატოვებულია ხის ყალიბების უხეში ტექსტურა. თუმცა ყველა ბრუტალისტური შენობა ბეტონით არ იქმნება. შენობამ ბრუტალისტური ეფექტი შეიძლება მიიღოს მისი კონსტრუქციის მასალის და ექსტერიერის ფორმისა და ფასადის მოუხეშავი, ერთი შეხედვით დაუმთავრებელი იერით, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იყოს აგური, მინა, ლითონი. ბრუტალისტური პროექტებისთვის დამახასიათებელია სტრუქტურისა და დამხმარე კომუნიკაციების (ლიფტი, კიბე, სანკვანძის მომმარაგებელი წყლის ავზი და სხვ.) შენობის ექსტერიერში გამოტანაა.

ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული სტილი, ასოცირდებოდა სოციალურ უტოპიურ იდეოლოგიასთან, რომელსაც მისი დიზაინერები უჭერდნენ მხარს. კრიტიკოსთა აზრით, ბრუტალიზმის ეს აბსტრაქტული ბუნება სტილს აუცხოებს და არაკომუნიკაბელურს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ სტილის მხადამჭერები მას ინტეგრირებულობასა და დაცულობას მიაწერდნენ. ბრუტალიზმს ასევე აკრიტიკებენ მის გარშემო სოციალური, ისტორიული და არქიტექტურული გარემოს უგულვებელყოფის გამო, რაც უკვე გაშენებულ ურბანულ გარემოს კონტრასტულობასა და არაბუნებრიობას სძენდა. ბრუტალისტური მიმდინარეობა ასევე დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქალაქების დაკნინებას (ერთფეროვნებას), რამაც ასევე ხელი შეუწყო, როგორც იდეოლოგიის, ისე არქიტექტურული სტილის არაპოპულარობას. ბრუტალიზმის სტილის მნიშვნელოვანი შენობებია: გუგენჰეიმის მუზეუმი ქ. ნიუ იორკში, აშშ (1956 წ.) (სურ. 1); საქალაქო ცენტრი ქ. სიაუნიატსალოში, ფინეთის რესპუბლიკა (1952 წ.); საცხოვრებელი ერთეული მარსელში, საფრან-გეთის რესპუბლიკა (1952 წ.); მენეჯმენტის ინსტიტუტი ქ. აჰმადაბადში, ინდოეთის რესპუბლიკა (1965 წ.); პარლამენტის კომპლექსი ქ. დაკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა (1961 წ.); სატანვარჯიშო დარბაზი პრეფექტურა კაგავაში, იაპონია (1964 წ.); გეიზელ ლაიბრერის ბიბლიოთეკა, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ქ. სან-დიეგო, აშშ (1970 წ.); ონკოლოგიური ცენტრი ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაცია (1979 წ.); ახალი ამბების საინფორმაციო ცენტრი (РИА Новости) ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაცია (1980 წ.) და სხვ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები