ცეცხლგამძლე თიხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 27 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცეცხლგამძლე თიხა − წვრილად დანაწევრებული, სხვადასხვა ქიმიურ-მინერალური შედგენილობის დანალექი მთის ქანი, რომელიც გვხვდება ბუნებაში ფხვიერ ან შემკვრივებულ მდგომარეობაში. გამოწვისას კარგავს შეკავშირებულ წყალს და შემდეგში ტემპერატურის აწევით იძენს მექანიკურ სიმტკიცეს, რომელიც ახასიათებს ბუნებრივ ქვას. მის შემადგენლობაში ძირითადად შედის ალუმინისა და ტიტანის ჟანგეულები (Al2О3; Ti02). გამოიყენება შამოტის აგურისა და ნახევრადმჟავე, სხვადასხვა ხარისხისა და ასორტიმენტის ცეცხლგამძლე ნაკეთობების დასამზადებლად. ცეცხლგამძლედ ითვლება თიხოვანი ქანები, რომელთა დნობის ტემპერატურაა არანაკლები 1580°С (ძნელდნობადია – 1350-1580°С; ადვილდნობადი < 1350°С).