ანტიფრიქციული მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 21 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტიფრიქციული მასალა – მასალა, რომელსაც ახასიათებს დაბალი ხახუნის კოეფიციენტი და გამოიყენება ძირითადად სრიალის ხახუნის პირობებში მომუშავე დეტალების დასამზადებლად (საკისარი, მილისი, სადები და ა.შ.). ანტიფრიქციულ მასალას მიეკუთვნება ბრინჯაო, რუხი თუჯი, ტექსტოლიტი, ფთოროპლასტი 4, ბრინჯაოგრაფიტი, რკინაგრაფიტი და სხვ.