თეთრი თუჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:49, 21 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეთრი თუჯი − თუჯი, რომელშიც ნახშირბადი (5,8%-მდე) შედის რკინის კარბიდის ან ცემენტიტის სახით. დნობის ტემპერატურაა 1180-1220°C. გამოდნობა მიმდინარეობს თხევადად და მისგან ფოლადის მიღება რთულია. თეთრი თუჯი კარგად ეწინააღმდეგება ცვეთას, აქვს დიდი სისალე, პრაქტიკულად არ ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას. თუჯის ამ თვისებას იყენებენ დეტალების ჩამოსასხმელად, რომლებიც არ საჭიროებს შემდეგ მექანიკურ დამუშავებას (საგზაო მანქანების საგორავები, სამსხვრევი აპარატის ფრთები, სილასაქრევი მანქანის თავის ჩამჩა და სხვ.), ზოგჯერ თუჯისაგან მცირე ზომის საჭრელ ინსტრუმენტებსაც ასხამენ. მანგანუმით მდიდარ თეთრ თუჯს ფერომანგანუმი ეწოდება.