სარჩილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 22 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარჩილი – ლითონი (კალა, ტყვია, სპილენძი, ალუმინი, კადმიუმი, ვერცხლი, თუთია და სხვ.) ან შენადნობი, შეყვანილი შესაერთებელი დეტალების ღრეჩოში. რჩილვის პროცესში ჩნდება შუაშრე, რომლის ტემპერატურა ოდნავ ნაკლებია შესაერთებელი დეტალების ნაწიბურების ტემპერატურაზე, ხოლო სარჩილსა და დეტალების მასალას შორის განვითარებული დიფუზიური პროცესის შედეგად მიიღება ხისტი შეერთება.