ნაღველა (Gentiana septemfida Pall.)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღველა – (Gentiana septemfida Pall.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარე შიშველია, ღერო – 2-6. წამოწეული, იშვიათად – სწორი ან მწოლარე. სიმაღლე – 10-50 სმ. მთელი ღერო უხვად არის შეფოთლილი. ფოთლები ფართო-ლანცეტა ან კვერცხისებურია. ზედა ფოთლები ზოგჯერ ყვავილებზეა გარშემოვლებული• ყვავილი 2-ზე მეტია, ყვავილედი მკვრივი თავაკია. გვირგვინი მუქი ლურჯია, მეორადი ნაკვთები ფოჩიანია. ყვ. ნაყ. VII-X. მაღალმთის მცენარეა, იზრდება გაძოვილ ადგილებში. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია მთელ საქართველოში.