Muscari caucasicum (Griseb.) Baker
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Muscari caucasicum (Griseb.) Baker - (Leopoldia caucasica (Griseb.) Losinsk); ოჯახი: სუმბულისებრნი (Hyacithaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. უნაყოფო ყვავილების ყვავილსაფარი მოკლე ცილინდრულია, კაშკაშა ლურჯ-იისფერი, მოკლე თავაკისქბურ მტევან ყვავილედებად შეკრებილი; მათი ყუნწები რკალივითაა მოღუნული. ყვავილსაფრის კბილები ლურჯია. ფოთლები სქელია, ჯ ხაზური ან ფართო ხაზური, ოდნავ რკალივით მოხრილი ან ღეროზე მოკლე. ღერო 20-40 სმ სიმაღლისაა. ყვ. ნაყ. ჯ IV-V. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში, ქვიან-ღორღიან ეკოტოპებზე, მთის ველების ფორმაციებში, ნახევრად უდაბნოებში, არიდულ მეჩხერ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია ჭაჭუნას აღკვეთილში.