საკონსტრუქციო ლეგირებული ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკონსტრუქციო ლეგირებული ფოლადი – ლეგირებული ფოლადის სახეობა, მიღებული თერმული დამუშავებით (წრთობით), რაც უზრუნველყოფს მაღალ კონსტრუქციულ სიმტკიცეს.
მალეგირებელი ქიმიური ელემენტებია: ქრომი (Cr), მანგანუმი (Mn), ნიკელი (Ni), მოლიბდენი (Mo), ვანადიუმი (V) და ბორი (B). ნახშირბადის (C) შემცველობა ლეგირებულ ფოლადებში 0,25-0,5%-ია. გამოიყენება მანქანების საპასუხისმგებლო და მძიმედდატვირთული დეტალების დასამზადებლად.