ბორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორი − (ლათ. Borum) – უფერო, რუხი, წითელი კრისტალური ან მუქი ამორფული ნივთიერება. ცნობილია მისი 10-ზე მეტი ალოტროპიული მოდიფიკაცია. ბორი წარმოადგენს ტრივიალურ მეტალოიდს, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება ბორაქსის და ალექსისტის აქროლად საბადოებში.

სიმბოლო – B;
სიმკვრივე – 2080 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 2076°C;
დუღილის ტემპერატურა – 3928°C;
სიმაგრე მოოსის სკალით 9,5.

ამორფული ბორი – მურა ფერის ფხვნილია, კრისტალური ბორი კი შავი ფერისაა, რომელიც საკმაოდ მძიმეა და ოთახის ტემპერატურაზე სუსტი გამტარია. ბორი მყიფე და ძალიან მაგარი ნივთიერებაა (ჩამორჩება მხოლოდ ალმასს, ნახშირბადის ნიტრიდს, ბორის ნიტრიდს, ბორის კარბიდს, ბორი-ნახშირბად-სილიციუმის შენადნობს, სკანდიუმ-ტიტანის კარბიდს). გამოიყენება დანამატების სახით ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, კომპოზიტურ მასალებში, ხოლო მისი ნაერთები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ როგორც მსუბუქი სტრუქტურული მასალები, ინსექტიციდები (მწერების საწინააღმდეგოდ), კონსერვანტები და რეაგენტები ორგანული სინთეზისათვის. პირველად მიღებულ იქნა 1808 წელს ფრანგი ფიზიკოსის ჟოზეფ ლუი გეილუსაკის და ლუი ჟაკ ტენარის მიერ, ბორის ანჰიდრიდის B2O3-ის გახურებით ლითონურ კალიუმთან ერთად. ელემენტარული ბორი ბუნებაში არ გვხვდება. ის შედის ბევრ ნაერთში და ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით მცირე კონცენტრაციებით ბორსილიკატებისა და ბორატების სახით, ასევე იზომორფული მინარევების სახით შედის ბევრი ამოფრქვეული და დანალექი ქანის მინერალებში. არის ნავთობში და ზღვის წყალში, მარილიან ტბებში, ცხელ წყაროებსა და ვულკანურ ტალახში. ბორის მინერალების ძირითადი ფორმებია: ბოროსილიკატები (დატოლიტი, დანბურიტი) და ბორატები (ბურა, აშა-რიტი, ჰიდრობორაციტი, ინიოიტი, კალიბორიტი). ბორის ბოჭკოები წარმატებით გამოიყენე-ბა თანამედროვე პოლიმერული კომპოზიტური მასალების მატრიცების დაარმირებისათვის, სუფთა ბორი – მეტალურგიაში, როგორც მიკრომალეგირებელი ელემენტი (მნიშვნელოვნად ზრდის ფოლადების გლინვადობას), ბორის ნაერთები – გაზოდინამიკური საკისრების დასამზადებლად, ბორ-ნახშირბად-სილიციუმი – აბრაზიულ მასალად, ბორმჟავა (H3BO3) – ატომურ ენერგეტიკაში, ბორწყალბადები – სარაკეტო საწვავად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები