დივიდენდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დივიდენდი - (dividend) [<ლათ. dividendus განაწილებისათვის დაქვემდებარებული] - შემოსავალი, რომელსაც იღებს აქციის მფლობელი აქციონერული საზოგადოების მოგებიდან. ჩვეულებრივი აქციებიდან მიღებული დივიდენდის ოდენობა დამოკიდებულია აქციონერული საზოგადოების მოგებაზე, პრივილეგიური აქციებიდან მიღებული დივიდენდი კი მტკიცედ დადგენილი ფიქსირებული სიდიდეა.