დიფუზიური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიფუზიური შედუღება − შედუღების სახეობა, როცა შედუღება ხორციელდება დიფუზიის (მაღალი ტემპერატურის პირობებში შესადუღებელი ელემენტების ატომების ურთიერთშერევა) მეშვეობით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში ტემპერატურით 800°C-მდე. შესაძლებელია ვაკუუმის ნაცვლად გამოვიყენოთ ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დამცავი გარემოც. დიფუზიური შედუღება მოსახერხებელია შეერთებების განსახორციელებლად სხვადასხვა ლითონისაგან, რომლებიც განსხვავდება ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით (მაგ., ფენოვანი კონსტრუქციები, კომპოზიტური მასალები და სხვ.).