შპალერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შპალერი − (ინგლ. wallpaper < გოტიკ. walus ღერო, ჯოხი) – ქაღალდის ფართო ზოლები (ჩვეულებრივ, რაიმე ნახატის მქონე), რომლებსაც ოთახის, დარბაზის და მისთ. კედლებზე აკრავენ სილამაზისათვის; კედელზე მის დასაწებებლად ჩვეულებრივ ხმარობენ კლეისტერებს (წებო) – ფქვილის წარმოების ნარჩენებს ან წყალში ხსნად სინთეზურ წებოს.