ალევრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალევრიტი – (ბერძ. áleuron ფქვილი), დანალექი წვრილმარცვლოვანი ფხვიერი ქანი. შედგება წვრილი (0,1-0,01 მმ ზომის) მინერალური მარცვლებისგან (კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი და სხვ.). მარცვლების ზომის მიხედვით გარდამავალი მდგომარეობა უკავია ქვიშასა და თიხას შორის. წარმოშობით ქვიშისაგან არ განსხვავდება. ალევრიტს განეკუთვნება მტვერი, შლამი, ლიოსი და სხვ. გამოიყენება ცემენტის დასამზადებლად.