საკედლე ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკედლე ბლოკი − კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი კედლის ასაშენებლად. არსებობს მასიური და სიღრუებიანი. დასამზადებლად გამოიყენება მსუბუქი, უჯრედოვანი ან მძიმე ბეტონი, აგური, ბუნებრივი ქვა, კერამიკა, კერამზიტი, სილიკატური ბეტონი, ბრძმედის წიდა. წვრილი ბლოკები მზადდება ზომით 19×19×38 სმ, რომელსაც ძირითადად იყენებენ სამოქალაქო და სასოფლო ბინათმშენებლობაში, ხოლო მსხვილი (მასიური ბეტონის) – გამოიყენება ტიპური მრავალსართულიანი შენობების ასაგებად.