ჯალამბარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯალამბარი – ტვირთის ასაწევი მანქანა მოძრავი მოქნილი ელემენტის – ბაგირის ან ჯაჭვის დახმარებით. არსებობს ჯალამბარი სტაციონალური და გადასაადგილებელი, ხელის ან მანქანური ამძრავით. გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი მექანიზმი სამშენებლო-სამონტაჟო, ხე-ტყის გამოსაზიდი და დასაწყობების, დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების შესასრულებლად, გემების მისაბმელად, ღუზის ამოსაწევად (ბრაშპილი), აგრეთვე საწყობებში, საბაგირო გზებზე, მიწის სათხრელ და საგზაო მანქანებში და ა.შ.