ნიშადური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიშადური (ამონიუმის ქლორიდი) – თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელიც ამიაკისა და უწყლო მარილმჟავას ურთიერთქმედებით მიიღება. კარგად იხსნება წყალში. ტექნიკური პროდუქტი შეიცავს 98-99% ამონიუმის ქლორიდს და 1-2% ტენს. მრეწველობაში ნიშადურს იღებენ, როგორც თანაპროდუქტს ამიაკური ხერხით სოდის წარმოებისას. ნიშადურს იყენებენ მშრალი გალვანური ელემენტების წარმოებაში, მოკალვისა და რჩილვისას, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში კარბამიდის ფისების გასამყარებლად მაღალ ტემპერატურაზე, აგრეთვე მედიცინაში.