სოხასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოხასტერი - ბერის საყუდარი. აღთქმის მიხედვით, ბერები განილტვებოდნენ სამოღვაწეოდ ანუ მეუდაბნოედ ცხოვრებისათვის. კრებულისგან განცალკევება და ქრისტეს სამსახურში ჩადგომის ნაირგვარი ხერხები არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ბერის დაყუდება წარმოადგენდა. სოხასტერი ეს იყო ბუნებრივი ან საგანგებოდ გაკეთებული ნაგებობა, სადაც ბერები მარტოობაში ატარებდნენ ცხოვრების ნაწილს ან მთლიანად ცხოვრებას. მიუხედავად განდეგილობისა, ბერის მოღვაწეობის ხარისხი მონასტრის ხელმძღვანელობის კონტროლით ხორციელდებოდა.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები