სოხასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოხასტერი - გელათის მონასტრიდან 250 მ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემაღლებულ მინდორზე მდებარეობს სოხასტერის სახელით ცნობილი ნაგებობათა ჯგუფი. სავარაუდოა, რომ თავიდან ის წამოადგენდა დავრდომილთა თავშესაფარს (ქსენონს), რომელიც მატიანეს ცნობით, დავით აღმაშენებელმა ააშენა. მოგვიანებით აქ ცალკე მონასტერი გაჩნდა. სოხასტერს აქვს გალავნით მოფარგლული ორი, დიდი და მცირე ეზო. დიდი ეზოს დასავლეთით, მსხვილი ბლოკებით ამოყვანილ შემაღლებულ ბაქანზე დგას თლილი ქვით მოპირკეთებული პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც XII ს. თარიღდება. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე ეკვდერები ეკვრის. XVI ს. მათ დასავლეთიდან მიშენდა ნართექსი და თაღებით გახსნილი ექსონართექსი. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII სს-ის მოხატულობის ნაშთები.

ეკლესიის ჩრდილოეთით მონასტრის სასაფლაოა. აღმოსავლეთით 5-ოდე მ-ზე დგას ჩანგრეული სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი. დიდი ეზოს სამხრეთ მონაკვეთს ორი მხრიდან ეკვროდა სენაკები, რომელთაგან მცირე ნაშთები შემოინახა. XX ს-ში სოხასტერი მიტოვებული და დანგრეული იყო. 1968-1972 წწ. არქიტექტორმა ვ. ცინცაძემ ჩაატარა კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები. ნაწილობრივ აღადგინეს ეკლესიისა და კოშკის საფასადო წყობა.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები