ამპერმეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:08, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამპერმეტრი – (ინგლ. ampere ფრანგი ფიზიკოსის ამპერის (1775-1836 წ.) გვარის მიხედვით და ბერძ. metreō ვზომავ), დაბალი ძაბვის ჩაკეტილ ელექტროწრედში გამავალი დენის გამზომი ხელსაწყო. ის გამოიყენება ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედების დროს და ყოველთვის წრედში ირთვება მიმდევრობით. ამპერმეტრი გვიჩვენებს დატვირთვის მიერ მოხმარებულ დენს. ამპერმეტრით უშუალოდ იზომება, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი დენი. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციის.