თითქმის ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

«თითქმის ფული» - (“almost money”) - აქტივების ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც შედის ვადიანი ანაბრების მთლიანი თანხა, არასაჩეკო შემნახველი ანგარიშები და იმ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მთლიანი მოცულობა, რომელიც ღია ბაზარზე შეიძლება გაიცვალოს ნაღდ ფულზე. «თითქმის ფული» ლიკვიდური აქტივია, ვინაიდან ადვილია მისი გაცვლა ნაღდ ფულზე. თუმცა გაცვლამდე იგი ვერ ასრულებს მიმოქცევის საშუალების ფუნქციას და ამიტომ მას კვაზიფულსაც უწოდებენ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები