თითქმის ფული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„თითქმის ფული” - (“almost money”), აქტივების ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც შედის ვადიანი ანაბრების მთლიანი თანხა, არასაჩეკო შემნახველი ანგარიშები და იმ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მთლიანი მოცულობა, რომელიც ღია ბაზარზე შეიძლება გაიცვალოს ნაღდ ფულზე. „თითქმის ფული” ლიკვიდური აქტივია, ვინაიდან ადვილია მისი გაცვლა ნაღდ ფულზე. თუმცა გაცვლამდე იგი ვერ ასრულებს მიმოქცევის საშუალების ფუნქციას და ამიტომ მას კვაზიფულსაც უწოდებენ.