ფასიანი ქაღალდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფასიანი ქაღალდები - (securities) - დადგენილი ფორმის (ნიმუშის) საფინანსო დოკუმენტები. მათში აისახება მფლობელის გარკვეული ქონებრივი უფლებები, რომელთა რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ამ დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ფასიან ქაღალდებს მიეკუთვნება: საგადასახადო დოკუმენტები - ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ., საფონდო ფასეულობები - აქცია, ობლიგაცია და სხვ., ქონებრივი უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები - კონოსამენტი, ლომბარდის საგირავნო ბილეთები, შემნახველი ბანკის წიგნაკების ლატარიის ბილეთები, რომლებსაც მოგება ხვდა და ა.შ.

ფასიანი ქაღალდები შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომადგენლობითი. პირველ შემთხვევაში ქონებრივი უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის გვარიც აღნიშნულია ფასიან ქაღალდზე (შემნახველი ბანკის წიგნაკები, ლომბარდის საგირავნო ბილეთები და სხვ.), მეორე შემთხვევაში - პირს, რომელიც ფლობს ფასიან ქაღალდებს (ობლიგაციები, მოგებული ლატარიის ბილეთები და სხვ.).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები