ჩეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩეკი - (cheque, check),
- დადგენილი ფორმის ფულადი დოკუმენტი, ანგარიშის მფლობელის წერილობითი განკარგულება ბანკისადმი, რათა ამ უკანასკნელმა ჩეკის ხელის მომწერის ანგარიშიდან გასცეს ან გადარიცხოს სხვა ანგარიშზე გარკვეული თანხა;
- უნაღდო ანგარიშსწორების საშუალება, ფასიანი ქაღალდი;
- საცალო ვაჭრობაში - სალაროს ქვითარი, რომელიც ადასტურებს მყიდველისაგან ფულის მიღებას.