ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია
ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია - (the theory of englishamerican school) - ღირებულების ალტერნატიული თეორია, რომელიც წამოაყენა ინგლისურ-ამერიკულმა სკოლამ. ეს სკოლა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. მისი ფუძემდებელია ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი ალფრედ მარშალი. ამ თეორიას იზიარებს პოლ სამუელსონიც. ინგლისურ-ამერიკულმა სკოლამ ღირებულების თეორიების - შრომითი ღირებულების თეორია, ზღვრული სარგებლიანობის თეორია (იხ.), წარმოების დანახარჯების თეორია, მოთხოვნა-მიწოდების თეორია - შეერთებით შექმნა ღირებულების ახალი თეორია, რომელშიც ამოსავალია მოთხოვნა-მიწოდების კანონი. ამ «ახალი თეორიის» მიხედვით საქონლის მიწოდებას განსაზღვრავს წარმოების დანახარჯები, ხოლო მოთხოვნას - საქონლის ზღვრული სარგებლიანობა. ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორია ყველაზე ოპტიმალურია, იგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით განსაზღვრის თავისებური სინთეზია.