ზღვრული სარგებლიანობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვრული სარგებლიანობის თეორია - (marginal revenue theory), შრომითი ღირებულების თეორიისგან განსხვავებით, ფასწარმოქმნის საფუძვლად აღიარებს არა ღირებულებას, არამედ ნივთის სუბიექტურ შეფასებას, სარგებლიანობას, სამეურნეო კონტრაჰენტების სუბიექტურ-ფსიქოლოგიურ შეფასებას. იგი ასახავს ეკონომიკურ კავშირებს, რომლებიც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე: მომხმარებელი - მოთხოვნილება - დოვლათის სარგებლიანობა - ფასი.

ზღვრული სარგებლიანობის თეორიამ ფართო პოპულარობა პოვა მთელ მსოფლიოში. ამ თეორიის წარმომადგენლები (გოსენი, კლარკი, ჯევონსი, ვალრასი, მენგერი, ვიზერი, ბემ-ბავერკი, სიჩელი, ედვარდსი და სხვ.) უარყოფენ შრომითი ღირებულების თეორიას და ფასწარმოქმნაში დიდ მნიშვნელობას ნივთისადმი ეკონომიკური სუბიექტის დამოკიდებულებას ანიჭებენ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები