სესხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სესხი (borrowing) - ფულადი - სახსრების მიღება ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ვადით და უკან დაბრუნების პირობით. განასხვავებენ უპროცენტო, შეღავათიან და კომერციული პირობით გაცემულ, შიდა და საგარეო სესხებს. სესხი ფართოდ გამოიყენება სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მაგ., უცხოეთის ქვეყნებისაგან აღებული კრედიტებით იქმნება სახელმწიფოს საგარეო ვალი.