ამიდოსტომოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამიდოსტომოზი - (amidostomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Amidostomum + ბერძნ. osis დაავადება) – ბატის, იშვიათად იხვის და ზოგიერთი გარეული წყალმცურავი ფრინველის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Amidostomum anseris (ლათ. anser ბატი) პარაზიტობს კუნთოვანი კუჭის კუტიკულას ქვეშ. გეოჰელმინთი. სხეულის სიგრძე 21 მმ-მდე.