ფირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:40, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფირმა - (firm, იტალ. firma), ბიზნესის აბსტრაქტული ერთეული, მეწარმეობის ყველაზე ზოგადი სახელწოდება, მისი სიდიდის, ორგანიზაციული თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. არსებობს ფირმის სამი სახე:
- ერთპიროვნული
- პარტნიორული
- კორპორაციული
ფირმების უმეტესი ნაწილი შექმნილია ერთპიროვნული საკუთრების საფუძველზე, ხოლო პროდუქციის ძირითად მასას კორპორაციები აწარმოებენ. მაგ., აშშ-ში ერთპიროვნულ ფირმებზე მოდის ფირმების მთელი რაოდენობის 77%, პარტნიორულზე - 8%, ხოლო კორპორაციებზე - 15%, მაშინ როდესაც კორპორაციები ქმნიან მთლიანი ეროვნული პროდუქტის 85%-ს, ხოლო ერთპიროვნული ფირმები - მხოლოდ 10%-ს.