ცხოვრების დონე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცხოვრების დონე - (standard of life) - რაოდენობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების განვითარების მოცემულ ეტაპზე მოსახლეობის ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ამ დოვლათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხს. ცხოვრების დონის ამსახველი მაჩვენებლებია: რეალური შემოსავლის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე; კვების პროდუქტების, არასასურსათო საქონლის, მომსახურებისმოცულობა და სტრუქტურა; სამომხმარებლო საქონლის ფასების დონე და დინამიკა; კომუნალური და სატრანსპორტო მომსახურების ტარიფები; განათლების განვითარების დონე; სამედიცინო მომსახურების ხარისხი; საბინაო პირობები; სამუშაო დღის ხანგრძლივობა; სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.